პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონსულტაციების ფორმატი მხოლოდ მასთან იყო გახსნილი და არა პარლამენტთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელიას თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის სამუშაო სივცრე პარლამენტში გახსნილი იყო.
,,ფაქტობრივად, პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ის აპირებს ვეტოს დადებას. მას სიტყვა სიტყვით ეს არ უთქვამს, მაგრამ მისი საუბრის კონტექსტი სამწუხაროდ, უკვე ატარებს ამ გადაწყვეტილების შინააარს. პროექტზე არ მიმიღია მე არანაირი შენიშვნები და მოსაზრებები პრეზიდენტისგან. ზეპირად იყო გამოთქმული რამდენიმე მოსაზრება და ამ ზეპირი მოსაზრებების პრინციპს ჩვენ ვემხრობოდით, გარდა ერთადერთი საკითხისა, რომელიც სააგენტოს საკითხს შეეხებოდა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონსულტაციების ფორმატი მხოლოდ მასთან იყო გახსნილი და არა პარლამენტთან. ამ დროს პარლამენტში დისკუსიისა და სამუშაო სივრცე იყო გახნილი. ჩვენ ვესაუბრებით უამრავ ადამიანს და გადაწყვეტილებებს ვიღებთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია – პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ის ვეტოს დადებას აპირებს
2017/02/24 13:38:22
კომენტარები
ნანახია: 1719 ჯერ