სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ნატოსა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო უკრაინაში ჯარების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას “არ შეუძლიათქვას, რა მიზნით ან რას გააკეთებენ უკრაინაში ამ სახელმწიფოების ჯარები”, თუმცა ამის შესახებ შეიტყო პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის მომზადების სამუშაო მასალებიდან.
“შემოვიფარგლები იმით, რომ ეს თეზისები გულისხმობს, რომ ნატოსა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს თავისი ჯარების უკრაინაში ორმხრივ საფუძველზე გაგზავნას”, – დასძინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები