უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინელებს მიმართა, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დროს დატოვეს, და უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
“ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო. მაგრამ ჩვენ ვიწვევთ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლასა და გადარჩენაში პირადი წვლილის შეტანით”, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, დაახლოებით 6 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან, მათი უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფება.