აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, უკრაინას შეუძლია მეტი გააკეთოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინა ჩართულია კორუფციაში, კერძოდ საუბარი იყო ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის მიტაცებაზე, რომელთა ღირებულებაც ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს.
„არ ვიცი ეს კონკრეტული ინფორმაცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა დიდი ხანია, გვაქვს საუბარი უკრაინის მთავრობასთან ანტიკორუფციული ზომების მიღების აუცილებლობაზე. მათ მიიღეს გარკვეული ზომები, რათა აღეკვეთათ კორუფცია უკანასკნელ წლებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მეტის გაკეთება შეუძლიათ, ამ თემაზე დიალოგი მიმდინარეობს“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
კომენტარები