თუ ვაშინგტონი კიევის დახმარებას შეწყვეტს, ეს უკრაინისთვის დიდი პრობლემა იქნება – ეს კომენტარი ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკული დაფინანსების გარეშე, ომში რუსეთის გამარჯვების შანსი გაიზრდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კონგრესში უკრაინისთვის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების თაობაზე არსებული განხეთქილების მიუხედავად, მას ვაშინგტონისგან დახმარების იმედი აქვს.
კომენტარები