როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიაც ასე აფასებს მოვლენებს, რომ ოპოზიციაში პარტიების უდიდეს უმრავლესობას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ეს არის პარტიები, მიუხედავად მათ მიერ გაცხადებული ძალიან მაღალი ამბიციებისა, რომლებსაც 5%-ის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ. ის საუბრობს იმაზე, რომ თუ ვინმე ვერ გადალახავს ბარიერს და „ხმები დაიკარგება“, ის პროპორციულად განაწილდება და ყველაზე მეტი ხმა შეხვდება გამარჯვებულ პარტიას. როდესაც ის ამბობს, რომ ეს „დაკარგული ხმები“ მოხვდება „ოცნების“ ყულაბაში, პრაქტიკულად, ის ამით აღიარებს იმ გარემოებას, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ყველაზე ფართო მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან. ამას ალბათ ღია ტექსტით არასოდეს აღიარებს ლომჯარია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი განცხადებებით ის ფაქტობრივად აღიარებს იმას, რომ დღეს საქართველოში ყველაზე მეტად მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოპოზიციის გეგმა გასცეს და პარალელურად, მათ მითითებებს აძლევენ. საუბარია ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიაზე, რომლებიც ოპოზიციას მოუწოდებენ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის ბაზაზე შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელ ხმებზე იმუშავებს.