ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ღაზაში ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. კამალა ჰარისმა, ისრაელს ანკლავში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდისკენ, „ჰამასს“ კი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დათანხმებისკენ მოუწოდა.
„ღაზაში ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს. შეთანხმება მაგიდაზეა და როგორც უკვე ვთქვით, „ჰამასი“ მას უნდა დაეთანხმოს. ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია. ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს დახმარების ნაკადის საგრძნობლად გაზრდისთვის“, – განაცხადა ჰარისმა ალაბამაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
კომენტარები