საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა. თქვენი ნიჭის რეალიზება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის უმთავრესი ინსტრუმენტი არის განათლების სისტემა. მზადდება და შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ, ოთხწლიან გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“, – აღნიშნა კობახიძემ.