რატომ აკიდეს მამუკა ხაზარაძეს „ლელოში“ ბუღალტერია? ეს კაცი ციფრებში ვერ ერკვევა, ხომ ვნახეთ, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„რატომ აკიდეს მამუკა ხაზარაძეს „ლელოში“ ბუღალტერია? ეს კაცი ციფრებში ვერ ერკვევა, ხომ ვნახეთ. ეკონომიკის დანგრევის ფონზე 1000-ლარიან პენსიებს ჰპირდებოდა ხალხს. ბიუჯეტს ნაკლები შემოსავლით ბევრ გასავალს ჰპირდებოდა. ამას გარდა, ვნახეთ, რომ ვერ ერკვევა მანქანის მართვაშიც. როცა მანქანა გიფეთქდება და ვერ მართავ, სახელმწიფოს მართვას ვინ ჩაგაბარებს?!“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
კომენტარები