ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ გერმანიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ქვეყნის მართლმსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენით არის ცნობილი, ჩვენ საქართველოში მოვიწვიოთ კონფერენციაზე, საპატიო სტუმრად პარლამენტში, მთავრობაში ლოჟაში იჯდეს, რა რეაქცია ექნება გერმანიის სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ზურაბ ადეიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, როდესაც შენი პარტნიორი ქვეყნის მართლმსაჯულებასა და სუვერენიტეტს პატივს არ სცემ. მაქვს კითხვა, რატომ განხორციელდა ასეთი შეურაცხმყოფელი აქტი ასე საჯაროდ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.