„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა, „ლეგენდების მატჩის“ მონაწილემ ხავიერ ძანეტიმ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის და ვიცი, თუ რამდენად უყვართ ამ ქვეყანაში ფეხბურთი. იმედი მაქვს, რომ მე და ჩემი მეგობრები ხვალ სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს კარგ სანახაობას შევთავაზებთ“, – აღნიშნა ძანეტიმ.
7 მარტს, ბათუმში ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.