ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
“ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს კრემლისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ურყევია”, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
კომენტარები