ვამბობ 3 კატეგორიას, ვისთანაც ერთად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ მივიღებ. ესენი არიან: ნაცმოძრაობა, კორუმპირებული წარსულის მქონე პოლიტიკოსები და პრორუსები – მე მათთან არაფერი მესაქმება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჯერ ზუსტად ვერ გავიგე, რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი. იმ ქოლგის ქვეშ, სადაც ნაცმოძრაობა იქნება, ჩვენი პარტია არ იდგება“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
კომენტარები