საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27-28 თებერვალს, ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.
მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე და შეხვდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს დიდიე ბურქჰალტერსა და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთანაც გამართავს.
კომენტარები