„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდა.
🔹 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების – ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
🔹 ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მერაბ ქვარაია, გრეტა წიწავა, ირაკლი ზარქუა, გიორგი ხახუბია, ედიშერ თოლორაია, ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ბერაია, სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია.
🔹 შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და მზადებაზე.
🔹 აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა.
🔹 ხაზი გაესვა, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის – რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, მეორე ფრონტის გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა.
🔹 „ზუგდიდი ყოველთვის იყო გამორჩეული ცენტრი საქართველოში, სწორედ ამიტომ, საუბარი გვქონდა ჩვენი პარტიის გეგმებზე, შემდგომ ნაბიჯებზე. მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ივნისამდე ყველა რეგიონს მოვივლი, ეს არის წინამოსამზადებელი პერიოდი, ამის შემდეგ მოვემზადებით, რომ დავიწყოთ ოფიციალურად კამპანია. ჩვენ გავიხსენეთ, თუ რა რთული მდგომარეობა იყო ზუგდიდში 2012 წელს და შემდეგ ყველა არჩევნებზე სამეგრელოს და ზემო სვანეთის ჩვენი ამომრჩეველი ძალიან ღირსეულად, ძლიერად ედგა პარტიას გვერდით და სწორედ მათი, ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით მივაღწიეთ ძალიან ბევრ გამარჯვებას. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, ის რისკები, რომელიც შარშანწინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, ვგულისხმობ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და აქ მეორე ფრონტის გადმოტანას, არსად წასულა. ამ საკითხებზე ვილაპარაკე ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
„ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. 2012 წელს კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. ჩვენი ქვეყანა და ხალხი არასოდეს დაბრუნდება იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც ქვეყანაში აგენტურის მიერ იყო დამყარებული. ჩვენ კარგად ვნახეთ, ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს რეალურად, ამიტომ ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩემი სიარული რეგიონებში. პროპორციული არჩევნები ტარდება პირველად, ეს იქნება სრულად პროპორციული არჩევნები, ელექტრონულად ჩატარდება, აღარ იქნება მეორე ტურები და ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი“- ირაკლი ღარიბაშვილი.
🔹 „ზუგდიდიდან მივესალმები მეგრელებს და სვანებს. ბევრი ვისაუბრეთ მათთან, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან თბილი, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩვენ დავიწყებთ მომდევნო თვეებში არჩევნებისთვის მზადებას და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ადამიანი დარჩება, ვინც ჩვენს აქტივში, „ქართული ოცნების“ ოჯახში არ იბრძოლებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. ეს შემართება დღეს, შეხვედრაზეც გამოკვეთილად ჩანდა. დიდი მადლობა „ქართული ოცნების“ ამ დიდი ოჯახის თითოეულ წარმომადგენელს, განსაკუთრებით მეგრელებს და სვანებს. ჩვენი პარტიული წარმომადგენლები არიან როგორც საჯარო მოხელეები, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები, შეიძლება ზოგი დასაქმებულიც კი არ იყოს, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა“, – მამუკა მდინარაძე.
🔹 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა.