სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კანონის უზენაესობის შესუსტების მცდელობისა და რუსეთთან კონტაქტების გამო გააკრიტიკა, – ამის შესახებ financial times წერს.
მედიის ცნობით, ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ ფიცო „ცდის დემოკრატიის საზღვრებს“ თავისი სასამართლო რეფორმითა და საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმებით.
ასევე, სლოვაკეთის პრეზიდენტმა რობერტ ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეადარა.
„დღევანდელ სლოვაკეთს საკმაოდ ხშირად ადარებენ უნგრეთს და აშკარად ჩანს, რომ ეს მთავრობა გარკვეულ შთაგონებას უნგრეთიდან იღებს“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები