ფრანგულ Le Monde-თან და BFM-TV-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში იყო.
“სირთულეები განვიცადეთ საარტილერიო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის ნაკლებობისა და რუსული დრონების სიმკვრივის გამო. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ რუსეთის საჰაერო ძალების წინააღმდეგ, აღვადგინეთ სიტუაცია აღმოსავლეთში, რუსეთის წინსვლა შეჩერებულია”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“რა თქმა უნდა, რუსებმა გაანადგურეს ავდიივკა და აიღეს ტერიტორიები, მაგრამ დღეს წინსვლას ვეღარ ახერხებენ. შავ ზღვაში ჩვენ ვატარებთ ძლიერ მოქმედებას. დეტალებს არ გეტყვით, მაგრამ მე მივიღე ანგარიში, რომელიც აჩვენებს ძალიან მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს”, – დასძინა მან.
კომენტარები