საქართველო რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რუმინეთის დიპლომატიის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, ლილიანა პროპესკუ-ბირლანიმ რუმინეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ შავი ზღვით მეზობლები ვართ და მრავალმხრივი კავშირები გვაქვს: ეკონომიკური, ენერგო და ა.შ. ეს რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების მხარდამჭერები ვართ“, – აღნიშნა ლილიანა პროპესკუ-ბირლანიმ.
ბუქარესტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტი გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციის წევრები სენატის თავმჯდომარეს შეხვდნენ. განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული მომავალი. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე. იმსჯელეს მნიშვნელოვან პროექტებზეც, მათ შორის შავი ზღვის კაბელზე.
კომენტარები