დავით მათიკაშვილი ანტიპროპაგანდისტული ინიციატივის შესახებ ოპოზიციის დუმილს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „თბილისი პრაიდი“ და ოპოზიციის ნაწილი ერთად მოქმედებენ.
„თბილისი პრაიდი“ და რადიკალური ოპოზიცია ერთ ხმაში მოქმედებენ. ცდილობენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არსებული საკანონმდებლო სივრცე გააიგივონ ანტიევროპულ განწყობებთან და ამ კუთხით შეეცადონ, რომ საზოგადოება აიყოლიონ“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.
კომენტარები