სომხეთი განიხილავს ევროკავშირთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს დემოკრატიის, რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარების მტკიცე ვალდებულებით, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
“მივესალმებით ასეთი აბსოლუტური უმრავლესობით [ევროპარლამენტის] რეზოლუციის მიღებას, ისევე როგორც მჭიდრო კავშირების აუცილებლობისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების აუცილებლობის მკაფიო სიგნალებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს დემოკრატიის, რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარების მტკიცე ვალდებულებით”, – აღნიშნა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები