„ჰამასისა“ და იემენელი „ჰუსიტების“ მაღალჩინოსნებმა ისრაელის წინააღმდეგ ქმედებების კოორდინირებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით AFP იტყობინება.
როგორც სააგენტოს „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადში“ წყაროებმა განუცხადეს, „მნიშვნელოვანი შეხვედრა“ გასულ კვირას შედგა. შეხვედრაზე იმსჯელეს „წინააღმდეგობის გაწევის კოორდინირებაზე“ ღაზაში მიმდინარე ომის „შემდგომ ეტაპზე“.
სად გაიმართა შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია. წყაროების ცნობით, „ჰამასისა“ და იემენელი „ჰუსიტების“ წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს ისრაელის პოტენციური სამხედრო ოპერაცია რაფაჰში. „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.
კომენტარები