რადიკალებისა და მესამე სექტორის შემდეგ, ვეტინგის სისტემაზე ამჯერად მათი მოკავშირე მოსამართლეები ალაპარაკდნენ. სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, ოპოზიციის დახმარებას ახლა ის მოსამართლეები ცდილობენ, რომლებიც პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებთან არიან კავშირში.
9 მოსამართლე მზად არის, საკუთარი კეთილსინდისიერება უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს შეამოწმებინოს. მეტიც, პრობლემას ქვეყნის სუვერენიტეტთან და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ვერ ხედავენ.
მამუკა წიკლაური, რომელიც თელავის რაიონული სასამართლოს უვადო მოსამართლეა, საქართველოში ვეტინგის სისტემის შემოქმედ ზურაბ ადეიშვილთანაა კავშირში. წიკლაურის ანგარიშზეა ხმაურიანი სასამართლო პროცესებიც, როცა მან რამდენჯერმე გაამართლა პედოფილიასა და გაუპატიურებაში ბრალდებულები.
სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლის, ქეთევან მესხიშვილის ოჯახი, გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილთან არის დაახლოებული.
საზოგადოება მადონა მაისურაძეს ნაკლებად, თუმცა, მის მეუღლეს გიორგი ჩემიას გახმაურებული საქმეებიდან იცნობს, როგორიც არის სანდრო გირგვლიანის საქმე. საქმის განხილვისას სწორედ ის იყო პირველ ინსტანციაში მოსამართლე.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქურს, ის საქმეების წლობით გაჭიანურებით გამოირჩევა.
ეკატერინე გასიტაშვილს დაახლოებით ერთ წელიწადში ეწურება მოსამართლეობის ვადა.
გავრცელებული ცნობით, ბაქაქურის მსგავსად, მისი ყოველგვარი კონკურსის გარეშე პირდაპირ უვადოდ გადანიშვნას ითხოვდნენ უცხოელი პარტნიორები, მათ შორის, სხვადასხვა საელჩოდან, ეს იმ დროს, როდესაც ის მოსამართლედ 10-წლიანი ვადით იყო დანიშნული.
გარდა ამისა, მოსამართლე გიორგი ებანოიძე, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის ძმაა. ამ მოსამართლეების კომენტარები ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ნარატივს, ერთი ერთში იმეორებს.