გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უფრო ფართო მასშტაბით დაშვებისკენ მოუწოდა.
მედიის ცნობით, შოლცი ხვალ იორდანიის მეფეს შეხვდება, შემდეგ კი გაემგზავრება ისრაელში, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს შეხვედრას.
„აუცილებელია, რომ ღაზაში დახმარება ახლა უფრო ფართომასშტაბიანი იყოს. ეს იქნება თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა გამოთქვა შეშფოთება ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში დაგეგმილი შეტევის გამო, სადაც პალესტინის 2,3-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი აფარებს თავს.
„არსებობს საშიშროება, რომ რაფაჰში ყოვლისმომცველი შეტევა გამოიწვევს უამრავ სამოქალაქო მსხვერპლს, რაც მკაცრად უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა შოლცმა.
კომენტარები