სამდღიანი არჩევნების დასრულების შემდეგ კრემლის ლიდერმა საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებს უმასპინძლა. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის გაძლიერებასა და უკრაინის საკითხზეც ისაუბრა. რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული ზონა შეიქმნას.
პარალელურად პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.
კომენტარები