ზუგდიდში ”ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული კონფერენცია იმართება.
პარტიის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და ხატია დეკანოიძე მივიდნენ.
კონფერენციის დაწყებამდე პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დელეგატებმა, რომლებმაც შენობა დატოვეს, განაცხადეს, რომ დღევანდელი კონფერენცია სამარცხვინოა, რადგან დელეგატების ნაწილისთვის მიუღებელია პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატებად ზაალ გოროზიას, ლევან კონჯარიას, თემურ ბასილაიას, გელა თოლორაიას, ანა წითლიძის და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის დასახელება. მათი თქმით, დაპირისპირება სწორედ ამან გამოიწვია.
კომენტარები