საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.
ევრონესტზე, რომელსაც ევროპის პოლიტიკური ცენტრი მასპინძლობს, ცალკე რეზოლუციის მიიღება სამი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას წარმოადგენდა, თუმცა რეზოლუციის პროექტზე მუშაობის გაგრძელებას ხელი ოპოზიციამ საკუთარი უარით შეუშალა.
განცხადება მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში გააკეთა და ოპონენტები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.
„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლები, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ინიციატივა, რომ დაგვეინიცირებინა რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომელიც მხარს დაუჭერდა კიდევ ერთხელ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მოლდოვის დელეგაცია, თუმცა უკრაინისა და ოპოზიციის წევრების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ ტექსტს, შეუძლებელი გახდა ამ რეზოლუციაზე მუშაობის გაგრძელება, ვინაიდან ვერ მოხდა შესაბამისი რაოდენობის ინიციატორის მიერ ტექსტის დაინიცირება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.