ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რევოლუციური სტრატეგია არის აქტუალური და უნდა ველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„არავინ არ თქვას, რომ ეს არის შეუცნობელი მოქმედებები, რომელიც პროპაგანდის მსხვერპლთა მხრიდან მომდინარეობს. იგივე ევროპარლამენტი, ან უკრაინა ავიღოთ; რასაკვირველია რეზოლუციას ხელს არ მოაწერდნენ ადამიანები, რომელთა მთავარი ლოზუნგიც არის საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან ურთიერთობაში. უკრაინის გავლით რომ მიედინება ევროპისკენ რუსული გაზი, მოცულობაში აჭარბებს წლიურ საქონელბრუნვას, რომელიც რუსეთთან გვაქვს. „ლელო“ რომ ამბობს, ხელისუფლებაში მოვალთ თუ არა, სანქციებს დავაწესებთ რუსეთის მიმართო, არ გეგონოთ, რომ ეკონომიკური ფორმატით შემოიფარგლება. ეს არის ეკონომიკური ნგრევის დასაწყისი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებას მოიტანს. პიარსვლაა, რომ ამავე ვითარებაში პენსია 1000 ლარი ექნებათ პენსიონერებს და ეკონომიკა გაორმაგდება, წარმოიდგინეთ ტყუილის რა დონეზე შეიძლება დათანხმდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. წარმოიდგინეთ სიცრუის დონე და დოზა, რომელსაც ისინი საზოგადოებაში ავრცელებენ. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რევოლუციური სტრატეგია არის აქტუალური და უნდა ველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.