პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2”- ის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა: „ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად, რომ „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს”, – განაცხადა ქუმისშვილმა.
კომენტარები