მაკა ჩიჩუას თქმით ის სრულ მხრდაჭერას უცხადებს “რუსთავი2”-ის გუნდს.
“პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით. კრიტიკული ტელევიზია და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის იყო დემოკრატიული ქვეყნების მთავარი პრინციპი. თავისუფალი აზრის გარეშე განვითარება შეუძლებელია… ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ტელევიზიების დახურვის და დატერორების. აღარ მინდა ის უბედურება რაც გამოვიარეთ. პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს “რუსთავი2″-მა იმუშაოს, იყოს ამ შენობაში…მე ბოლომდე გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას,” – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
კომენტარები