“როდესაც მსჯავრდებულს წაყენებული აქვს ბრალი, ამ ეტაპზე, მისი ზიარება არ შეიძლება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.
მამა გიორგიმ არ გამორიცხა, რომ დაკავებულ დეკანოზს მიეცეს ზიარების უფლება, თუმცა განმარტა, რომ ეს საკითხი მისმა მღვდელმთავარმა მეუფე დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს.
„მამა გიორგი მამალაძის ზიარების საკითხი, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნული სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მოხდება“, – განაცხადა მამა გიორგიმ და დასძინა, რომ დაკავებული დეკანოზი შესაძლოა ეზიაროს, როდესაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი თბილისში ჩამოვა.
კომენტარები