ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
დღეს, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის და სანზონის მოსახლეობას, შპს „დიდი დიღომის“ აბონენტებს, მირიან მეფის და პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, სოფელი ზურგოვანასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ამერიკელების დიპლომატიური კორპუსის დასახლებას, სოფელი დიღომის კერძო დასახლების ნაწილს, კერძოდ, ტარიელის, უსენის, რამაზის, დავარის, არქანჯელო ლამბერტის, ნიკო ბურის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯანის, ჰაინრიხ კლაპორტის, კასტელის და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილს, დიღომი №7 და №8, გრიგოლ ფერაძის ქუჩას, ბელიაშვილის ქუჩა №40-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ბელიაშვილის ქუჩა №12, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა №32 და ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს. გლდანის რაიონში ფეიქრების ქუჩაზე მდებარე კერძო სექტორის მოსახლეობას, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრს, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის კერძო სკოლას, ეროვნული ზარაფხანას, „მიონის“ შენობას, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურ „რეალგაზს“, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს, რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს, კლინიკა “ლანცეტს“, შპს „ახალი ნათებას“, შპს „სუპერს“, შპს „თეგეტა მოტორსს“, შპს „ტოიოტას“ ცენტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „მაკდონალდსს“, ოლიმპიურ კომპლექსს, აშშ-ს საელჩოს, სუპერმარკეტ „გუდვილს“, აღმაშენებლის ხეივანში განთავსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს და სხვა.
გაზის მიწოდება 7 მარტს, 15:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებლობას იხსნის.