საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ უცნობია. სავარაუდოდ, სხომაზე ბრალდებული დაკანოზის, გიორგი მამალაძისა საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.
წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თავმჯდომარეობით ჩატარდება.
წმინდა სინოდის ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.
კომენტარები