ისრაელის არმიამ რაფაჰში ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ომის კაბინეტმა მხარი დაუჭირა რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას.
ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ სამხედროებმა დაიწყეს რაფაჰში ტერორისტების ობიექტებზე შეტევა.
კომენტარები