პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც მის წარსულ ცხოვრებას ეხება. პოსტის ავტორი მალხაზ თოფურია. “დედაჩემის მონაყოლი. ინსტიტუტის მერე სკოლაში ერთად დავიწყეთ მუშაობა პედაგოგებად რაღაცნაირი მორიდებული იყო, ყველაზე მეტად ჩემთან ახლობლობდა, ერთხელაც ყველა პედაგოგს სამედიცინო კომისია გაგვატარეს, მოგვიანებით გავიგეთ ჭლექის ნიშნები ქონია. დირექტორმა მე დამავალა, გადაეცი ნუღარ მოვა სკოლაში ბავშვებთან მაგის მუშაობა არ შეიძლებაო. ვერ შევძელი მისთვის მეთქვა, დედამისთან მივედი. იმ დროისთვის ალბათ ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახში, ძლივს შევძელი მეთქვა იმ მოხუცი ქალბატონისთვის. რა ვქნა შვილო ისედაც ძალიან გვიჭირს და საჭმელს რომ გავაკეთებ გარეთ გააქვს და მაწანწალა ძაღლებს და კატებს აჭმევს, თვითონ მშიერი რჩება უმეტესად. მოგვიანებით ეკლესიაში ვნახე იატაკზე დამხობილი სანთლის ჩამონაღვენთებს ფხეკდა. ეს თანამშრომელი შორენა თეთრუაშვილი იყო”– წერს მალხაზ თოფურია.
“იატაკზე დამხობილი სანთლის ჩამონაღვენთებს ფხეკდა. ეს თანამშრომელი შორენა თეთრუაშვილი იყო”
2017/03/09 20:32:50
ნანახია: 2389 ჯერ