ჩემს აწყობილ სტრუქტურებს მე უკან არ ვუბრუნდები ხოლმე, – ამის შესახებ „ქართული უნივერსიტეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ანდრიაძემ განაცხადა.
გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს ტელევიზიის შესაძლო დირექტორობის შესახებ მასზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„არანაირი სურვილი არ მაქვს და არანაირი საჭიროება არ არის, იმიტომ, რომ ჩემს აწყობილ სტრუქტურებს მე უკან არ ვუბრუნდები ხოლმე, საკმარისი იქნება პატრიარქის ნებისმიერი ერთგული ადამიანის დანიშვნა. შეთავაზებაც არ ყოფილა ჩემთან, იმიტომ რომ ჩემგანაც არანაირი ინიციატივა არ არსებობს, ძველი მეპატრონეებისაგან ტელევიზიის დაბრუნება ცალკე კომენტარის საგანია. საპატრიარქოში იციან, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს და რაც ყველაზე მთავარია, არანაირი საჭიროება არ არის, რომ მე იქ დავბრუნდე”, -განაცხადა ანდრიაძემ.
საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მეუფე პეტრე ცაავა აღნიშნული პოზიციიდან გათავისუფლდა.