გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია ერთსულოვნების ხელმძღვანელის ადგილს ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელ ფოფხაძე დაიკავებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მამა მიქაელი ტელევიზიაში რამდენიმე ხანში მივა და თანამშროლებს გაეცნობა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელევიზია უკვე დატოვა. ის დღეს თანამშრომლებს დაემშვიდობა და ტელევიზიიდან კუთვნილი ნივთები წაიღო.
”ადამიანი ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი. თუ სასულიერო პირი გახდი, ეს არ ნიშნავს, რომ კარგი კაცი აღარ უნდა იყო. ყველა პროფესიის ადამიანი, რომელი პროფესიისაც უნდა იყოს, ეკონომისტი თუ ჟურნალისტი, ჯერ კაცი უნდა იყოს და შემდეგ იქნება პროფესიაში”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
კომენტარები