ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, დღეს, 16:00 საათზე თბილისში, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა დიდი დიღმის რაიონში, სოფელი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო სექტორის მოსახლეობას. ასევე, სანზონის რაიონში, თემქის დასახლების X კვარტალში მდებარე № 24-დან №44-ის ჩათვლით არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თემქის დასაწყისში X ,,ბ“ კვარტალში არებულ №1, №2, №3, №4, №5 და №6 საცხოვრებელ კორპუსებს, ხევძმარის ქუჩა №22, შატილის ქუჩაზე არსებული კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება აღდგება 20:00 საათიდან, ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
კომენტარები