ავიაციაში გვაქვს ყველაზე წარმატებული პერიოდი. ჩვენ შევძელით და გასულ წელს შემოვიყვანეთ უამრავი ავიაკომპანია. გვაქვს არაერთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, განსაკუთრებით გავზარდეთ პირდაპირი ფრენების ევროპის ქვეყნებთან, ყურის ქვეყნებთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„იყო სპეკულაციები აპრილ-მაისის პერიოდზე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, აპრილ-მაისის 15-ის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 200-ამდე პირდაპირი ფრენა შესრულდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით 2 470-ამდე ფრენა შესრულდა. ასევე გაზრდილია მგზავრთნაკადი, გაზრდილია დატვირთულობის კოეფიციენტი 7%-ით ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი საერთაშორისო ბაზრებიდან მზარდია“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.