თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე 3 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს მანქანაში დაუპირისპირდა.
დაჭრილი 3 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. კიდევ ერთ პირს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები