მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ საპატრიარქოს კარის ეკლესიის მოძღვარი, მამა ლევან ფირცხალაიშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს ფანჯრიდან აგდებდა.
ეს განცხადება “იმედის” ეთერში მეუფე პეტრემ მამა ლევან ფირცხალაიშვილი ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა. მამა ლევანი მეუფეს ყოფილი ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და მას “სააკაშვილის სიამის კატას” უწოდებს.
“დიდი სირცხვილია მამა ლევანის მოძღვრება, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მას დავუსვამდი ერთ შეკითხვას – როდესაც ის იყო პატრიარქის მდივანი, თვითმხილველები დამიდასტურებენ, რომ ღია ფანჯრიდან ცდილობდა ქალბატონი მდივნის (იგულისხმება შორენა თეთრუაშვილი) გადაგდებას. რა იყო მაშინ ამის მიზეზი? მისმა სიტყვებმა და საქციელმა ამხილოს თავად, მე მეტს აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება წინა ხელისუფლებასთან ჩემს კავშირს, ქალბატონი შორენა შეეცადა, რომ ცილისმწამებლური მეთოდით, ჩემგან მტრის ხატი შეექმნა”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.