“2023 წელს იტალიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ყველაზე მეტი შენგენის ვიზა გასცეს რუსეთის მოქალაქეებზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ამის შესახებ იუწყება მედიაკორპორაცია RBC. კერძოდ, გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებზე იტალიამ 134 ათასი ვიზა გასცა, საფრანგეთმა – 99,6 ათასი, ესპანეთმა – 96,8 ათასი. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან ვიზაზე უარის წილი ასევე შედარებით მცირეა: 6,4%, 8,5% და 13,5%,”- ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი.
კომენტარები
