სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ჩვენ მოძმე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და სოლიდარობას ვუცხადებთ მას“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები
