პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას ელოდებიან. უწყების ხელმძღვანელი კანონმდებლებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. ასევე, ისაუბრებს, სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მოხსენების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
კომენტარები