რუსთაველის ეროვნულ თეატრში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გიწვევთ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „ნართები“ სოლო კონცერტზე, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„31 მაისს, 20:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გიწვევთ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „ნართები“ სოლო კონცერტზე.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ანსამბლი „ნართები“ 2007 წელს ქურთაში დაარსდა. ანსამბლის რეპერტუარს წარმოადგენს ოსური და ქართული ცეკვები და სიმღერები: „სიმდი“, „ხონგა“, „ქართული“, „მთიულური“, „დოდოი“ და სხვა. სამხატვრო ხელმძღვანელი: გოგიტა თათულაშვილი.
ორგანიზატორები – ანსამბლი „ნართები“, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, რუსთაველის ეროვნული თეატრი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.