ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში სიტყვის გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ნეთანიაჰუს გამოსვლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ განაცხადა, რომ მიტინგმა ძალადობრივი ფორმა მიიღო.
„როიტერის“ ცნობით, პოლიციამ პალესტინელთა ათასობით მხარდამჭერის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა, დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.
კომენტარები