მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში, ქალაქ ბოდრუმში დააკავეს. ფაქტს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს. გავრცელებული ცნობით, ის რუსეთის მოქალაქე ევგენი სერებრიაკოვია.
აფეთქება მოსკოვში გუშინ მოხდა. მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთის შეიარაღებული ძალების სატელიტური კომუნიკაციების ცენტრის უფროსის მოადგილის, ანდრეი ტორგაშოვის მანქანაზე დაამონტაჟა. აფეთქების შედეგად, დაშავებულია ცოლ-ქმარი. ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში გაიქცა.
მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად, მკვლელობის მცდელობა განიხილება და დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
კომენტარები