პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას თეირანში „ლაჩრული აქტი და სახიფათო მოვლენა“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მან ასევე მოუწოდა პალესტინელებს „გაერთიანდნენ, იყვნენ მოთმინებით და მტკიცე ისრაელის ოკუპაციის წინაშე“.
„ჰამასის“ ლიდერი თეირანში გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.
კომენტარები