უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის მიზანი უკრაინის სასაზღვრო რეგიონების დაცვაა.
ვერეშჩუკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები ქმნიან უსაფრთხოების ზონას რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.
„ამ ზონაში რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მათ იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელსაც უკრაინა სრულად ასრულებს.“, – განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.
კომენტარები