განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც გიორგი ამილახვარს ორი ინტერნეტ პლატფორმა წარუდგინეს.
ერთ-ერთი ვებგვერდი აბიტურიენტებს პროფესიის არჩევაში დაეხმარება, მეორე კი უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისთვისაა. ამ პლატფორმის დახმარებით უცხოური წყაროების თარგმნა, უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი.
მინისტრის გადაწყვეტილებით ინტერნეტ პლატფორმები, რამდენიმე საჯარო სკოლასა და უნივერსიტეტში საპილოტე რეჟიმში იმუშავებს
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ საგანმანათლებლო პროცესში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ქმნიან მსგავსი ტიპის ახალ პროდუქტებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთ წამოწყებას ხელს შევუწყობთ“,-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
კომენტარები