ისლანდიის სამხრეთით მაშველები ორი უცხოელი ტურისტის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც მყინვარის ჩამოშლის შემდეგ დაიკარგნენ.
BBC-ს ცნობით, ინციდენტი მყინვარ ბრეიდამერკურიოკულზე მოხდა, სადაც ტურისტების 25-კაციანი ჯგუფი გიდთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს ყინულის ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა, 2 კი გაუჩინარდა.
ადგილზე 200-მდე მაშველი მუშაობს.
ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, მყინვარზე ექსკურსიები პოპულარული აქტივობაა და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბრეიდამერკურიოკულზე გასვლა სახიფათო იყო.
კომენტარები